კრისტიან ერიკსენს მოედანზე გული გაუჩერდა
ის ექიმებმა გადაარჩინეს ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში კრისტიან ერიკსენის მოედანზე დაცემით თითქოს მთელი საფეხბურთო სამყარო 1 საათით გაჩერდა.
მატჩის 43_ე წუთზე დანიის ნაკრების ლიდერს გული გაუჩერდა.
29 წლის ნახევარმცველს ექიმებმა ადგილზევე გაუწიეს პირველადი დახმარება, თუმცა აუცილებლიბის გამო ის, უგონო მდგომარეობაში, უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს.
მაშინ, როცა ერიკსენი სტადიონიდან საკაცით გაყავდათ, ექიმებმა ტრიბუნებზე შეკრებილ ქომაგებს აწეული ცერა თითი უჩვენეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქმე შედარებით კარგად იყო. დანიის და ფინეთის ნაკრებების დაპირისპირება რა თქმა უნდა, გაჩერდა. უეფა_მ თამაშის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
მას შემდეგ რაც დანიელთა ლიდერი ვიდეო ზარით ესაუბრა თანაგუნდელებს, _ სთხოვა მათ, რომ თამაში გაეგრძელებინათ. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ფეხბურთელის თხოვნას პატივი სცა და შეხვედრის გაგრძელების ნებართვა გასცა. იმის მიუხედავად, რომ მატჩი ფინელთა გამარჯვებით:1:0 დასრულდა, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ ქონდა. ერიკსენი გადარჩა. შეგახსენებთ, რომ დანიელთა ლიდერის მეუღლე, საბრინა კრისტიანის დაცემიდან რამდენიმე წუთში მოედანზე გაჩნდა. ფეხბურთელს და საბრინას 2 შვილი ყავთ.