მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში შეხვედრებს გამართავს

საქართველოში დღეს ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი.ეუთოს გენერალური მდივანი მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

საუბრის მთავარ თემებად ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნის დეოკუპაციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი სწრაფვას ასახელებენ.

გარდა ამისა, ყურადღება მახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ეუთოს როლის გააქტიურების აუცილებლობაზე.

ეუთოს მისიამ საქართველოში 16-წლიანი საქმიანობა 2009 წლიდან შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებიდან რამდენიმე თვეში, 2008 წლის 22 დეკემბერს რუსეთმა დაბლოკა საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელება.

მსგავსი პოსტები

Back to top button