მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე – იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის მნიშვნელოვან პარტნიორობას, შავ ზღვაში.

„ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და უკრაინასთან. უკრაინას ვეხმარებით საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილება

მსგავსი პოსტები

Back to top button