სპორტი

არგენტინამ ჩილეს ვერ მოუგო. მესიმ ნაკრების მაისურით 73-ე გოლი გაიტანა

კოპა ამერიკა 2021 არგენტინის ნაკრებმა ცუდად დაიწყო. კოვიდპანდემიის გამო მასპინძლობას თავი აარიდეს და ბრაზილიაში თამაშს დათანხმდნენ, თუმცა სტარტი არცთუ ისე სახარბიელო ქონდათ.

მატჩში ანგარიში 33-ე წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა. ფეხბურთელისთვის ეს, საჯარიმოდან გატანილი 57-ე გოლია.

მეორე ტაიმის სტარტი ჩილელთა გოლით აღინიშნა. საჯარიმოში წაქცეულ ვიდალს გუნდმა პენალტის დარტყმის უფლება მისცა. 11 მეტრიანი მეკარემ მოხსნა და ხარიხას მოხვდა, რითაც ვარგასმა ისარგებლა და დამატებით დარტყმის შედეგად ანგარიში გათანაბრდა.

რიო დე ჟანეიროში გამართული შეხვედრა ასევე, 1:1 დასრულდა.

„ალბისესტე“ მორიგ მატჩში ურუგვაის დაუპირისპირდება, ჩილელთა მეტოქე კი ბოლივიის ნაკრები იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button