მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ყველა მასწავლებელი და ყველა სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი”-გამყრელიძე

ზაფხულის პერიდოში ყველა სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტების პერსონალი და სტუდენტები უნდა აიცრან, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში დაიწყოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ზაფხულში უნდა ჩავატაროთ მაქსიმალური რაოდენობა აცრების, რომ შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებას. ანუ ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტში უნდა იყოს ორჯერადად აცრილი. ისევე როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის,” – განაცხადა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო

მსგავსი პოსტები

Back to top button