მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ საგარეჯოში სისხლის სამართლის დევნა შეწყდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.

საქმის შეწყვეტის მიზეზი, 85 წლის ომარ გამყრელიძის გარდაცვალება გახდა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დაიღუპა.

ომარ გამყრელიძეს, თავდაპირველად, ოთხი ადამიანის განზრახ მკვლელობა და ერთის დაჭრა ედებოდა ბრალად. მოგვიანებით, მისი ქმედება მკვლელობაში დახმარებად გადაკვალიფიცირდა. გამყრელიძეების ოჯახის ადვოკატის, გილერ ენდელაძის განმარტებით, ომარ გამყრელიძეს არცერთი დანაშაული არ ჩაუდენია და მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა.

” მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხუცის მიმართ, გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. მართალია, გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ მაინც. არცერთი დანაშაული, რასაც ედავებოდნენ,არ ჩაუდენია. პროკურატურა აღარ დაელოდა, საქმის განხილვის დასრულებას და მის მიმართ, საქმე შეწყვიტა. გრძელდება, მხოლოდ გამყრელიძე უმცროსის საქმე, რომლის უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ გამართლდება”- განაცხადა ენდელაძემ.

უმცროსი ომარ გამყრელიძის მიმართ, საქმის არსებითი განხილვის სხდომა, თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს ჩატარდება .

მკვლელობა, 2019 წლის 3 მაისს, სოფელ ყანდაურაში მოხდა.

შემთხვევის დროს გარდაიცვალა ოთხი და დაიჭრა, ერთი ადამიანი, რომელიც მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობისათვის ბრალი, თავდაპირველად, 85 წლის ომარ გამყრელიძეს წარუდგინეს.
მასთან ერთად, პოლიციამ 22 წლის ომარ გამყრელიძე დააკავა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას ედავებოდნენ.

ერთწლიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცავებმა გამყრელიძის შვილი, ნოდარ გამყრელიძე დააკავეს, რომელიც თელავის რაიონულმა სასამართლომ ხუთი ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

ნოდარ გამყრელიძეს 20 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button