ლაგოდეხში წითელ წიგნში შეტანილი ხეები მოჭრეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/06/XE-TYE-4.jpg)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წითელ ნუსხაში შეტანილი მუხები მოჭრეს. ხეების უკანონო ჭრის ფაქტები, მუნიციპალიტეტის ორ სოფელში გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონოდ მოპოვებული ჭალის მუხის 8 მორი, სოფელ ჩადუნიანში, ხოლო 16 მორი, სოფელ ჰერეთისკარში, ერთ- ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოაჩინეს.
” საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობების მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ, ჯამში, 10 000 ლარს გადააჭარბა. სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”- განაცხადეს დეპარტამენტში.
ინფორმაცია აღმოჩენილი ფაქტების შესახებ, შემდგომი რეაგირებისათვის სამართალდამცავებს გადაეგზავნებათ.
ჭალის მუხა, წითელ ნუსხაში დაცული სახეობაა. მისი ტყეები აღმოსავლეთ საქართველოში მდინარე მტკვრის, არაგვის, ივრისა და ალაზნის გასწვრივ ჭალებში გვხვდება.