საქართველოსპორტი

გუნდური მეორე ადგილი და 6 მედალი ევროპის ჩემპიონატზე #ჭიდაობა

დასრულდა, ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა 6 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ აზერბაიჯანს ჩამორჩნენ.

ტურნირის დასკვნით დღეს თამაზ ღლონტი ვერცხლის მედალს დაეუფლა. ანრი ხოზრევანიძემ, რატი ხოზრევანიძემ და გორ აივაზიანმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

წინა დღეებში ანრი ფუტკარაძემ ასევე მეორე სინჯის მედალი აიღო, ხოლო ევროპის ჩემპიონის ტიტულს 80 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე აჩიკო ბოლქვაძე დაეუფლა, რომელმაც ფინალში მოლდაველი მიჰაი გუტუ დაამარცხა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 132 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილს დასჯერდა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, მესამეზე- უკრაინა გავიდა და მეოთხე ადგილზე – რუსეთის ეროვნული ნაკრები.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სეზონის მთავარი შეჯიბრება- მსოფლიოს ჩემპიონატი 19-25 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button