მნიშვნელოვანისპორტი

იტალიამ უელსს მოუგო, შვეიცარიამ თურქეთი დაამარცხა #ევრო 2020

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში ნელ-ნელა სრულდება ჯგუფური ეტაპი. A ჯგუფში იტალიის ევროვნული ნაკრები უელსს შეხვდა.მატჩი მინიმალური ანგარიშით 1:0 „სკუადრა აძურამ“ მოიგო და პირველი ადგილი გაინაღდა.

ამავე ჯგუფში თურქეთის და შვეიცარიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შვეიცარიამ შეხვედრის პირველივე წუთებში მოახერხა ანგარიშის გახსნა და ფსიქოლოგიურ უპირატესობას დაეუფლა. ბურთის ფლობის მხრივაც დაჯაბნა მეტოქე, რაც მატჩის საბოლოო ანგარიშზეც აისახა. შვეიცარიამ თურქეთს 3:1 სძლია.

ჯგუფიდან ვერ გავიდა თურქეთის ნაკრები, თუმცა შვეიცარიას, რომელიც მესამე ადგილზეა, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ითამაშებს თუ არა პლეი-ოფში, რადგან ფინალურ ეტაპზე, მხოლოდ 4 ჯგუფის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი იასპარეზებს.

მერვედფინალურ შეხვედრაში, A ჯგუფის პირველადგილოსანი იტალიის ნაკრები C ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება, სადაც ნიდერლანდები, უკრაინა, ავსტრია და მაკედონია თამაშობენ.

მეორე ადგილზე გასული უელსის ნაკრები B ჯგუფის პირველადგილოსანს დაუხვდება, სადაც ამ დროისთვის ბელგია, დანია, ფინეთი და რუსეთი გამოდიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button