მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

შირაქის ველებზე ხორბლისა და ქერის ყანები დაიწვა

შირაქის ველებზე ხორბლისა და ქერის ყანები დაიწვა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, მალხაზ მერაბიშვილის განმარტებით, ხანძარი უკვე აღებულ ყანებში გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა.

” ფართობს ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენია. ჩვენი ინფორმაციით, უკვე აღებულ ყანებში გაჩნდა და მოედო შემDეგ აუღებელი მოსავალსაც.კერძო პირებისაა ეგ ადგილები და იქ არის ყველა. დადგინდება ზარალის ოდენობა, უახლოეს ხანში”- განაცხადა მერაბიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 8 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა და ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძარი, შირაქში რამდენიმე წლის წინაც გაჩნდა და რამდენიმე ათეული ჰექტარი მოსავალი გაანადგურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button