მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დედოფლისწყაროში ავტომანქანა დაიწვა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტომანქანა დაიწვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, შირაქის ველზე მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარი ბალახით დატვირთულ “ფორდ ტრანზიტის” მარკის ავტმობილს გაუჩნდა.

ავტომანქანის მფლობელს ბალახი მინდვრიდან სახლში გადაჰქონდა. ფორდში მყოფმა მგზავრებმა მანქანის დატოვება დროულად მოასწრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შირაქის ველზე გაჩენილი ხანძრის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button