ახალი ამბებიმნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასაქართველო

გახარიამ კარლ გერშმანს და მირიამ ლანსკოისს პოლიტიკური გეგმები გააცნო

გიორგი გახარია „National Endowment for Democracy” -ის პრეზიდენტსა და ევრაზიის დირექტორს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორც საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარიამ კარლ გერშმანთან და მირიამ ლანსკოისთან საქართველოში მოახლოებული არჩევნები განიხილა და ასევე გააცნო საკუთარი პარტიის გეგმები ქვეყნის შიდა პროცესების გასაუმჯობესებლად, რაც გულისხმობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობასა და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button