Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ავსტრალიაში პატიმრები ციხიდან თაგვების გამო გაიყვანეს

41

ავსტრალიის ყველაზე ძველ შტატში, ახალ სამხრეთ უელსის ციხეში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი კი, თაგვების შემოსევა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, 400 პატიმარსა და 200 მდე თანამშრომელს სხვადასხვა დაწესებულებებში გადაიყვანენ, სანამ ციხეში არსებული პრობლემა მოგვარდება. თაგვების შემოსევის გამო, განადგურებულია ციხის ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია ელექტროგაყვანილობა და ჭერის პანელები.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, სარემონტო სამუშაოებსა და ციხის აღდგენას დაახლოებით 4 თვე დასჭირდება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი