მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ხობში 2 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი გასაბერ აუზში დაიხრჩო. ახლობლების ინფორმაციით, იგი ბებიასთან იმყოფებოდა და სავარაუდოდ აუზში ჩავარდნილ სათამაშოს ეძებდა.
ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.