მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველო 1 მილიონ დოზა “ფაიზერის”ვაქცინას მიიღებს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/10/ამირან-გამყრელიძე.jpg)
წლის ბოლომდე „ფაიზერის“ 1 მლნ დოზა ვაქცინა უნდა შემოვიდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს.
„ფაიზერთან“ არსებობს კონტრაქტი. მესამე კვარტალში 1 მლნ დოზა „ფაიზერი“ უნდა შემოვიდეს, ნაწილ-ნაწილ. სულ წლის ბოლომდე შემოვა 1 მლნ დოზა. სახელმწიფომ კონტრაქტი უკვე გააფორმა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
“ფაიზერის” გარდა, ივლისში საქართველო “სინოვაკის”, “სინოფარმის” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებს ელოდება.
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 2020 წლის 15 მარტს დაიწყო.