მნიშვნელოვანისპორტი
ბორჯღალოსნების და ნიდერლანდების ჯახი თელავში.# რაგბი

დღეს, 26 ივნისს,საქართველოს ნაკრები, წლევანდელ ჩემპიონატზე, ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებს.
რაგბის ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონატის ბოლო მატჩზე, ყველა ბილეთი გაყიდულია.
“მზადება თელავის რაგბის არენაზე, ერთ თვეს მიმდინარეობდა.თამაში ყველა კოვიდ რეგულაციის დაცვით ჩატარდება. ამ დროისთვის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია და დარწმუნებული ვართ, დღეს, თელავის კავკასიონის არენაზე, გულშემატკივრები ღირსეულ შერკინებას ნახავენ”- აცხადებენ ფედერაციაში.
თანამედროვე სტანდარტების სარაგბო სტადიონი “კავკასიონი რაგბი არენა” თელავში 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა.
სტადიონის მშენებლობაზე 7.8 მილიონი ლარია დაიხარჯა, ტრიბუნები კი 2244 მაყურებელს იტევს.
დღევანდელი მატჩი საქართველოს ნაკრების პირველი თამაშია თელავში.