ყვარელში ნიადაგის დაზიანებისთვის საქმე სასამართლოს გადაეგზავნა
ყვარელში ნიადაგის ნაყოფიერი ფენა მოჭრეს, რომლის აღდგენას შესაძლოა 100- 150 წელი დასჭირდეს.
ერთ- ერთმა ადგილობრივმა 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მიწის ნაყოფიერი ფენა მთლიანად დააზიანა.
ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს და საქმე შესაბამისი სანქციების გამოყენებისათვის სასამართლოს გადასცეს.
” მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნას თან სდევს მძიმე ეკოლოგიური შედეგები, როგორიცაა ეკოსისტემის სტრუქტურის ცვლილება, ეროზიული და მეწყრული პროცესების გააქტიურება და ეკოსისტემის ნაყოფიერების დაცემა. ერთი სანტიმეტრი ნაყოფიერი ფენის აღდგენას, ზოგჯერ საუკუნეზე მეტი სჭირდება. შესაბამის სანქციებს სამართალდარღვევის მიმართ, სასამართლო გამოიყენებს”- განაცხადეს დეპარტამენტში.
ნიადაგის ნაყოფიერი ფენა, მისი პროფილის ზედა ნაწილია, რომელიც ზრდა-განვითარებისათვის ხელსაყრელ ქიმიურ, ფიზიკურ და აგროქიმიურ თვისებებს შეიცავს.