მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელში „ფაიზერ/ბიონტექსის“ ვაქცინები შესაძლოა გაანადგურონ

 

ისრაელში, თუ ორ კვირაში მყიდველს ვერ იპოვიან,გამოყენების ვადის გასვლის გამო, დაახლოებით 800 ათასი „კოვიდ-19“-ის ვაქცინის განადგურება მოუწევთ. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ეს ვაქცინებია „ფაიზერ/ბიონტექსი“, რომლებსაც ვადა ივლისის ბოლოს ეწურებათ. მათი ღირებულება დაახლოებით ასეულ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე, ისრაელს 1,4 მილიონი ვაქცინა აქვს მარაგში, თუმცა აქედან 600 ათასის გამოყენებას ჯანდაცვის სამინისტრო ისრაელის მოსახლეობის ასაცრელად გეგმავს, მათ შორის 12-დან 15 წლამდე ბავშვების.

როგორც ცნობილია, ისრაელის მთავრობა რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს მიყიდვასთან ან იმ ვაქცინებზე გადაცვლასთან დაკავშირებით, რომლებიც სხვა ქვეყნებმა მოგვიანებით უნდა მიიღონ.

ისრაელში 5,5 მილიონამდე მოქალაქეს აქვს გაკეთებული ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა, ხოლო ყოველდღიურად დაახლოებით 13 ათასამდე ადამიანი იცრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button