მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

თბილისი პრაიდთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ 1 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით ისინი ღონისძიების ორგანიზატორებთან მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან.

როგორც სამინისტრო იუწყება, პრაიდის ორგანიზატორებს დღესაც შეხვდნენ და კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზეც იყო საუბარი.

“1 ივლისს დაგეგმილ ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ღონისძიების ორგანიზატორებთან. ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს დილითაც, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დღევანდელი ღონისძიების გარდა საუბარი იყო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას 1 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, ასევე, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – წერია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდის კვირეული 1-დან 5 ივლისის ჩათვლით იქნება, 5 ივლისს კი ღირსების მარში გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button