მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
პირს რომელმაც მდინარე პლასტმასის ბოთლებით დააბინძურა 3 300 ლარამდე ჯარიმა ემუქრება

პირი, რომელმაც მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარა და გარემო დააბინძურა 3 300 ლარამდე ჯარიმის დაკისრება ემუქრება. მისი ვინაობა უკვე დადგენილია და საქმის წარმოებაც დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
“სამართალდარღვევა მოხდა ქვემო ქართლში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ასევე დადგენილია სამართალდამრღვევის ვინაობა. დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, სამართალდარღვევის ადგილის დათვალიერებას ახორციელებენ”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
პლასტმასის ბოთლებით მდინარის დაბინძურების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელდა