მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ძლიერი ქარის შედეგად ლაგოდეხში რამდენიმე სოფელი დაზარალდა

სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ძლიერმა ქარმა და წვიმამ, რამდენიმე სოფელი დააზარალა.
ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა ქალაქ ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, ჰერეთისკარში, ნინიგორსა და ბაისუბანში.

ხეები იყო მოგლეჯილი საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელ გზაზეც, სადაც რამდენიმე საათით მოძრაობა შეფერხდა.

სახურავის გარეშეა დარჩენილი რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, სოფელ კაბალსა და ნინიგორში, დაზიანებულია სასათბურე მეურნეობები და დამხმარე ნაგებობები.

სტიქიისგან დაზარალებულ ადგილებზე, წაქცეული ხეებისგან გზები სამაშველო ჯგუფებმა გაანთავისუფლეს.
რა რაოდენობის ზიანი მიაყენა სტიქიამ ლაგოდეხს, მუნიციპლიტეტის მერიაში შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია სწავლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button