მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი ლიკვიდირებულია

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის რთულ რელიეფზე გავრცელების მიუხედავად, ადგილზე ღია ცეცხლის კერები უკვე აღარ არის.

“რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს უწევდათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით წარმართვა. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე მუშაობა დაიწყეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმაც. რთული რელიეფისა და მიუდგომელ ადგილებში ხანძრის დროულად ჩასაქრობად, გადაწყდა პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების ჩართვა. ამ დროისთვის, ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია”- აცხადებენ უწყებაში.

ვაშლოვანის ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად, დამწვარია 4 ჰექტარი ტყის ქვედა საფარი.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში 50-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.

ცეცხლი ნაკრძალის ტერიტორიაზე, ოთხი დღის წინაც გაჩნდა. ადმინისტრაციის ვარაუდით, რთულად მისასვლელ ადგილას, მეხი ჩამოვარდა.

თავდაპირველად გაჩენილი ხანძრის შედეგად, ტერიტორიის 7 ჰექტარი ფართობი დაზიანდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button