მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მდინარე ენგურში შუახნის მამაკაცს ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის მონაკვეთთან, მდინარე ენგურში 50 წლამდე მამაკაცს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, იდლიანის მკვიდრი მდინარეში საკუთარი ავტომობილით გადავარდა.

შემთხვევა გუშინ ,3 ივლისს, ჯვარი-ხაიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოხდა. როგორც ცნობილია მანქანაში მძღოლი მარტო იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციითვე, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.

მამაკაცი მესტია-თბილისის სამარშუტო ხაზზე მუშაობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button