მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
სტიქია სამეგრელოში-რეგიონის უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, სამეგრელოს უდიდეს ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა. სტიქია და ქარმა ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური ელექტრომაგისტრალი დააზიანა, ხის წაქცევის შედეგად გაწყვეტილია ელექტროსადენები.
დაზიანებული მაგისტრალის გამო ზუგდიდის ნაწილს, აბაშას, წალენჯიხას, მარტვილს და ჩხოროწყუს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ქარმა და წვიმამ გაანადგურა ნარგავები, ხეხილი და თხილნარი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნარგავები მინარალური სასუქით უკვე შეწამლეს და დამატებით მისი ყიდვის საშუალება არ აქვთ ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
ძლიერი ქარი და ტექნიკისთვის მიუვალი ადგილი აღდგენით სამუშაოებს ართულებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის აღუდგება რეგიონს ელექტრომომარაგება.