5 ივლისის ძალადობაზე საპატრიარქოს პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ-მეუფე იაკობი

საპატრიარქო 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს, ამის შესახებ მეუფე იაკობმა განაცხადა.
“ჩემზე ნუ დაიწყებთ ნურაფრის გადმობრალებას, მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრნობ, თუმცა ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ პირად პასუხისმგებლობას, საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ. ჩვენ გვქონდა ინფორმაციები, რომ ის ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ… მათ უკან ვინც იდგა, უშუალოდ თაბაგარზე და სხვებზე არ ვლაპარაკობ, ვინც მაგათ უკან იდგა და აძალებდნენ, არ შეეცვალათ და არ გადაეტანათ, მაგის პროვოცირებებს რომ აპირებდნენ, ვიცოდი”, – ამბობს მეუფე იაკობი.
კონტრაქციის მონაწილეებს, რომლებმაც მედიასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე იძალადეს, ქუჩაში გამოსვლისკენ საპატრიარქომ მოუწოდა.
შეგახსენებთ ,“თბილისი პრაიდის” მიერ, 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარში” მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ღირსების მარშის” რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.
5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს დაესხნენ მედიას
შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.
შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.