მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საგარეჯოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოპარული ნივთები დააბრუნეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან წაღებული ნივთები, უკან დააბრუნეს.

ინფორმაცია რადიო ჰერეთს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა დაუდასტურა.

” ეკლესიიდან გატანილი ნივთები დააბრუნეს,არაფერი დაზიანებული და შელახული არ არის. ნივთების დაბრუნებას სოფელში ჩემი წარმომადგენელიც ესწრებოდა. მან ამის შესახებ, პოლიციასაც განუცხადა. ეს პირები ახალგაზრდები არიან და როგორც ვიცი, ნასვამები იყვნენ”- განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმა.
ორი პირი, რომლებმაც ეკლესიაში ქურდობა ჩაიდინეს, იდენტიფიცირებულია. ორივე მათგანი ოც წლამდე ასაკის პირია და ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

საგარეჯოს პოლიციამ ტაძრის მსახური სასულიერო პირები უკვე გამოკითხა. მღვდელმსახურების ინფორმაციით, ტაძრიდან ძვირადღირებული თვლებით შემკული გვირგვინი, სასულიერო პირის შესამოსელი, საზიარებელი ჭურჭელი, ვერცხლის ჯვარი და ფული იყო წაღებული. ტაძარში დაზიანებულია წმინდანების რამდენიმე ხატიც.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა ხაშმში გუშინ,7 ივლისს მოხდა. ინფორმაცია ტაძარში ქურდობის ფაქტის შესახებ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ, სოციალური ქსელით გაავრცელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button