მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ის, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა მოხდებოდა ეს გათვლა არ გვქონია-გომელაური

“ის, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა მოხდებოდა, ეს გათვლა არ გვქონია, ჟურნალისტებზე ძალადობა არის ძალიან მძიმე , იქ რაც მოხდა არის სახელმწიფოზე ძალადობა-ასე შეაფასა შინაგან საქმეთა მინისტრმა, 5 ივლისს, თბილისში განვითარებული მოვლენები.

ვახტანგ გომელაურის განმარტებით, რუსთაველზე მიმდინარე პროცესების დროს, ადამიანების უსაფრთხოებას 3200- მდე პოლიციელი იცავდა.

” თქვენ ნახეთ, რომ ორგანიზებულად, სხვადასხვა ადგილას ხდებოდა ძალადობა. 3200- მდე პოლიციელი იყო გამოყვანილი. თავიდან იყო 5 ობიექტი, მერე გახდა 8 ობიექტი. მაქსიმალურად რაც შეეძლო, პოლიციამ გააკეთა. მაინცდამაინც საპოლიციო ძალებს ისე აღიქვამენ- ხოლმე, რომ რობოკოპები უნდა გამოვიყვანოთ. იყო სპეც დანიშნულების რაზმი ჩართული.

რა უნდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა აცემინა ჟურნალისტები, ნორმალური ადამიანი, ხელისუფლებაში მყოფი, ამას იტყვის? ჩვენ ველოდებით, ამ ორი ძალის დაპირისპირებას ერთმანეთთან, მაგრამ ის, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა მოხდებოდა, პირდაპირ გეტყვით, არც გვიფიქრია.

ზღვა მასალაა, ვმუშაობთ, ვინც დასაკავებელია, ვაკავებთ და პროკურატურის გადასაწყვეტია, რა მუხლით წარიმართება გამოძიება. მინდა ვთხოვო, ყველა ჟურნალისტს, მაქსიმალურად ითანამშრომლოს. რაც შეეხება, მუქარას და მესიჯებს, რითიც აქციების ჩაშლის მცდელობა აქვთ ვიღაცეებს, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ყველა იქნება გამოვლენილი” – განაცხადა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები , დღეს გურჯაანში, პოლიციის შენობის ოფიციალურ გახსნაზე შეაფასა.

მსგავსი პოსტები

Back to top button