მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თუშეთის გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია

უამინდობისა და 24 საათიანი შეზღუდვის შემდეგ, თუშეთის გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 27 მონაკვეთზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები. შედეგად, აღნიშნული გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შეწყდა. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, შეზღუდვა მოიხსნა” – განმარტავენ უწყებაში.

გადაადგილება, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, გუშინ,9 ივლისს ძლიერი წვიმის გამო შეიზღუდა.

ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს ფშაველი- აბანო- ომალოს მიმართულებით, ავტომობილებით გადაადგილება წყდება და თუშეთში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, კვირაში ერთხელ, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ემსახურება.

წელს თუშეთის საავტომობილო გზა, მაისის შუა რიცხვებში გაიხსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button