სპორტი
ტოკიოს ოლიმპიადაზე თელაველი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული გამოვა

თელავში მცხოვრებმა სპორტსმენმა ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
ინფორმაციას, პარამსროლელი ლადო ჭინჭარაულის შესახებ, საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ლადო ჭინჭარაული პარასროლაში ასევე სხვა ჯილდოების მფლობელიც არის.
მან პარასროლაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
მიმდინარე წლის მარტში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ ალ აინში მიმდინარე ჩემპიონატზე, ლადო ჭინჭარაულმა, ცეცხლსასროლი იარაღით 50 მეტრიან დისტანციაზე, რვა საუკეთესო პარასპორტსმენს შორის, მეოთხე ადგილი დაიკავა.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, კორონა ვირუსის პანდემიის გამო გადაიდო და ის 2020 წლის ნაცვლად, მიმდინარე წელს ჩატარდება.