მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
სამეგრელოში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/07/SAMEGRELO-CIAGISEULI.jpg)
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მდინარე ტეხურას სანაპიროზე, მოქალაქემ ექსკავატორის გამოყენებით 4 მ3 ქვიშა-ხრეში უკანონოდ მოიპოვა.
ამავე ინფორმაციით, შედგა შესაბამისი აქტი, ხოლო ტრაქტორი დაილუქა.