ამერიკის საელჩოს განცხადება
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოც ავრცელებს განცხადებას. დიპლომატიური უწყების განცხადებაში 5 ივლისის მოვლენები არის ნახსენები, სადაც ოპერატორი ლაშა ლაშქარავას სასტიუკად გაუსწორდნენ მოძალადეები.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, უპირველეს ყოვლისა ლექსოს დედას, მის კოლეგებს ტვ პირველში და ყველას, ვინც შეძრულია და დამწუხრებულია მისი გარდაცვალებით. ლექსო, როგორც მედია პროფესიონალი, მრავალი წელი კამერის უკან მუშაობდა და შეიძლება ზოგს ის ვერც კი ეცნო, სანამ მას სასტიკად არ გაუსწორდნენ ის პირები, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემის სრული უგულვებელყოფა აჩვენეს. ლექსოს მიერ კოლეგის დაცვისას გამოვლენილი სიმამაცე და მისი ერთგულება ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ, რასაც ოდითგანვე აფასებდნენ ამ ქვეყანაში, წარმოადგენს ქართველი ხალხის საუკეთესო თვისებებსა და ტრადიციებს.
ლექსოს თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავება პირველი დადებითი ნაბიჯია სამართლის აღსრულებისკენ. თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი რწმენა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით.
ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.