სპორტი

ბასილაშვილის მეტოქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩოგბურთელი მეოთხედფინლში ავტომატურად გადავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე კვირას ჰამბურგის ATP500 – კატეგორიის ტურნირში ითამაშებს.

დღეს მას მერვედფინალი ქონდა ჩანიშნული 20 წლის არგენტინელ სებასტიან ბაესთან. ბაემ წინა რანუდში საფრანგეთის წარმომადგენელი კორენტენ მუთე დაამარცხა და ამ კატეგორიის ძირითად ბადეში თავისი მატჩი კარიერაში პირველად მოიგო.

ბაემ, მატჩის შემდეგ კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა და მას დადებითი მაჩვენებელი დაუდასტურდა. არგენტინელი ტურნირს გამოეთიშა და ამის გამო ქართველი ჩოგბურთელი ავტომატურად გადავიდა მეოთხედფინალში.

მომდევნო ეტაპზე ქართველის მეტოქე სერბი ლასლო ჯერესა და ბრაზილიელი ტიაგო სეიბუტ უაილდის მატჩში გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ორგზის ჩემპიონია.

მსგავსი პოსტები

Back to top button