რუსეთში აგრძელებენ იმპორტული საქონლის “განადგურებას” [Video]
სავალალოდ ცნობილმა რუსმა მსახიობმა – სტანისლავ ბარეცკიმ, სანქტ-პეტერბურგის ბაზრობაზე მორიგი შოუ მოაწყო.
ამჯერად, მან დახლიდან წითელი ტრუსი აიღო და ხანგრძლივი ცდის შემდეგ, ძლივს გაგლიჯა. საინტერესოა, რომ ტრუსზე რუსული წარწერა იყო, – აღნიშნავს ვიდეორგოლის ავტორი.
„წარმოდგენის“ დასასრულს, შოუმენმა თავისი ცნობილი ილეთი გამოიყენა და ლუდის ქილა კბილებით გაგლიჯა.