კოვიდ-შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციები- საფრანგეთი საპროტესტო ტალღამ მოიცვა
14 ივლისს, საფრანგეთში, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული ახალი რეგულაციები გააპროტესტეს.
საფრანგეთის მოქალაქეებმა, გამართულ აქციაზე გააპროტესტეს რეგულაციები, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ვაქცინაციის ჩატარება ყველა მედიკოსს მოუწევს, მოქალაქეები კი ვალდებულები ხდებიან რესტორნებში, ბარებში, სავაჭრო მოლებსა და კინოთეატრებში ვაქცინაციის დამადასტურებელი კოვიდსერტიფიკაცები ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინონ.
როგორც გამოცემა „ფრანს პრესი“ იუწყება, 53 სხვადასხვა აქციის გამართვის შესახებ იტყობინება საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
პარიზის გარდა, აქციები გაიმართა ტულუზაში, ბორდოში, მონპელიეში, ნანტსა და სხვა ადგილებში.
საპროტესო აქციის ჩასახშობად საფრანგეთის პოლიციამ ქალაქის ერთ-ერთ უბანში ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა დიდი არ იყო, ისინი აგრესიულად იქცეოდნენ, აყირავებდნენ და წვავდნენ ნაგვის ურნებს და პიროტენიკას უშენდნენ პოლიციას.