მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ქართული ოცნების ბოიკოტი კრიტიკულ მედიას

კრიტიკულ მედიას მმართველი გუნდი „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს. ისინი დღეიდან მხოლოდ იმ მედიასთან გააკეთებენ კომენტარს, რომელიც თავად მოსწონთ.
„მე ჟურნალისტებს ვეწერები, თქვენ კი კონკრეტული პარტიის ტელევიზია ხართ. ეს ტრენდი საიდან მოიტანეთ, (რომ გვეშინია), მშიშრები და ფარჩაკები არიან კონკრეტულ ტელევიზიებში. კონკრეტულ მენეჯერებში მოიკითხეთ, დაცვებით რომ დადიან. ნამუსი იქონიეთ, ნუ სპეკულირებთ გარდაცვლილით. კონკრეტული ადამიანით ვაჭრობთ”- აცხადებს ალუდა ღუდუშაური.