სპორტი
კონფერენს-ლიგაზე ფავორიტი ბათუმის „დინამო“ „ტრე-პენეს“ შინ დაუხვდება

სან-მარინოს „ტრე-პენე“ ამ დროისთვის უკვე ბათუმშია და განმეორებითი მატჩის მოლოდინშია.
სან-მარინოს დელეგაცია 18 მოთამაშით და კლუბის 11 თანამშრომლით შედგება.
ბათუმელთა მეტოქეს დიდი დანაკლისი აქვს, მას 6 ძირითადი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.
მიუხედავად ამისა, გუნდს ტრავმირებული ლუკა რიგინი დაუბრუნდა და თანაგუნდელების გაძლიერებას შეეცდება.
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრა ბათუმის დინამოსა და სან-მარინოს ტრე-პენეს შორის დღეს, თბილისის დროით, 20:30 საათზე დაიწყება.
ბათუმის ახალ სტადიონზე 50%-იანი დასწრებაა ნებადართული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეხვეედრას 10 000 მაყურებელი უქომაგებს.
შეგახსენებთ, რომ ხსენებული წყვილის პირველი მატჩი სან-მარინოში აჭარული კლუბის გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.