მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ პასუხი თქვენთან“- გიორგი ვაშაძე ხელისუფლების ბოიკოტზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმაურება ხელისუფლების მიერ ბოიკოტის გამოცხადებას მედიის მიმართ და ამბობს, რომ ბოიკოტის მიზეზი არის ის, რომ მათ მწვავე კითხვებზე პასუხები არ აქვთ და ჟურნალისტებთან კომუნიკაციის ეშინიათ.

„ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ პასუხი თქვენთან. ვერ გცემენ პასუხს რატომ იძალადეს თქვენს ჟურნალისტებზე, რატომ არის დღეს გარდაცვლილი ლექსო? ამაზე პასუხი არ აქვთ და შესაბამისად, ეშინიათ ჟურნალისტებთან კომუნიკაციის, ეშინიათ ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარ პოზიციებზე. ბევრი მათგანი საერთოდ ყველა მედიასაშუალებას ემალება, რატომ იცით? ფიქრობენ, რომ ჩუმად ყოფნით იქნება არ მიეცხოთ ის ტალახი, რომელიც ეცხება მათ ლიდერებს აი, ამ ტოტალური ძალადობიდან გამომდინარე. ეს ნიშანავს, რომ შენ არ გაქვს სათქმელი, შენ არ გაქვს პასუხი, შენ ხარ მატყუარა, ხარ მტყუანი რაღაც საქმეში.“ – გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრებმა გადაწყვიტეს, კომენტარი მხოლოდ იმ მედიასთან გააკეთონ, ვისთან თავად ექნებათ სურვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button