მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანიაში წყალდიდობას ებრძვიან

წყალდიდობას ებრძვიან გერმანიაში, დაღუპულია 80-ზე მეტი და დაკარგულია ასობით ადამიანი.

გერმანიის ერთ-ერთი სოფელი “Schuld”, სადაც დაახლოებით 700 ადამიანი ცხოვრობს,  თითქმის მთლიანად განადგურდა.

“ჩვენ ასეთ მოვლენებს კიდევ უფრო ხშირად ვიხილავთ, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დავაჩქაროთ კლიმატის დასაცავად ზომების მიღება, ვინაიდან კლიმატის ცვლილება მხოლოდ ერთ ქვეყანას არ ეხება”. – ამბობს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერი და კლიმატის ცვლილებებს გლობალურ დათბობას უკავშირებს.

დასავლეთ ევროპაში რეკორდული რაოდენობით ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და არაერთი ქალაქი დააზარალა.  ბელგიაში ამ დრომდე 11 გარდაცვლილია ნაპოვნი. დაზარალებულია ასევე ნიდერლანდები, შვეიცარია და ლუქსემბურგი.

მსგავსი პოსტები

Back to top button