გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებსაც პოლიციაში გამოკითხავენ
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები განყოფილებაში წავიდნენ.
გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, მათ დაკავებას არ აპირებენ და მხოლოდ გამოკითხვისთვის მიდიან.
პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი„ალტ-ინფოს” დამფუძნებელი ზურა მახარაძეც.მანამდე მის სახლში კრიმინალურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.
მახარაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილიდან დაიწყო.
დღეს დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს ჰომოფობიური და ძალადობერივი ჯგუფის ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის ,ასევე კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლებშიც.
სამივე მათგანი 5 ივლისს “ღირსების მარშის” საწინააღმდეგოდ დაგეგმილი კონტრაქციების ლიდერები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ამ დღეს 55 პირი დაშავდა, მათ შორის 53 ჟურნალისტი. სასტიკად ნაცემი ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი 11 ივლისს გარდაიცვალა.