მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ციციშვილის კლინიკის რეანიმაციაში 2 ჩვილის მდგომარეობა მძიმეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე ამბობს რომ კლინიკაში, რეანიმაციაში  18 პაციენტი რჩება, თუმცა ამათგან 2 ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„ორი მცირეწლოვანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მათი მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. დელტა შტამი მძიმედ მიმდინარეობს, როგორც გამოიკვეთა ყველა ახალი შტამი უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ამიტომ ბავშვებიც გამონაკლისი არ არიან“, – განაცხადა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს კლინიკაში კოვიდინფიცრებული 3 კვირის ჩვილი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button