მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
რუსთავი2-ის გადაცემა PS-ი ეთერში არ გავიდა
ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ანალიტიკური ტოკ-შოუ PS-ი ეთერში კვირას, 18 ივლისს არ გავიდა.
ტელეკომპანიას ეთერში არ განუმარტავს მიზეზი.
“მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემის წამყვანი გურამ როგავა არხიდან გაუშვეს, თუმცა მოგვიანებით იგივე “მთავარ არხთან” როგავამ აღნიშნული უარყო და თქვა, რომ არხზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
გურამ როგავა ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკული გადაცემებით და ფეისბუქში აქტიური სტატუსებით გამოირჩევა. ის მედიის მხარდამჭერ აქციებშიც იღებდა მონაწილეობას.
“რუსთავი2″ მიიჩნევს, რომ მედიის დაყოფა დაუშვებელია, ნებისმიერ ჟურნალისტს უნდა მიეცეს სამთავრობო ღონისძიებაზე დასწრების და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის კითხვის დასმის საშუალება”- წერს ჟურნალისტი.