მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში ქალი მინდობით აღზრდაში გადაცემული შვილის დაბრუნებას ითხოვს

კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში მცხოვრები ქალი, მინდობით აღზრდაში გადაცემული შვილის დაბრუნებას ითხოვს.

მცირეწლოვანი, რომელიც ამჟამად 7 წლისაა, სოციალურმა სამსახურმა მინდობით აღზრდას დაბადებისთანავე დაუქვემდებარა. მიმღებმა ოჯახმა, ჩვილი სამშობიაროდან გაიყვანა.

ბავშვის მიმღებ ოჯახში კვლავ დატოვების გადაწყვეტილება, თელავის რაიონულმა სასამართლომ, 15 ივლისს მიიღო.

ქალის ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემის დროს, ჩვილის დედას შესაბამისი პირობები არ ჰქონდა და დღევანდელი მდგომარეობით, ბავშვის გასაზრდელად, უკვე მზად არის.

” მარტოხელა დედა იყო, მშობლებიც ავადმყოფები ჰყავს. მაშინ არანაირი პირობა არ ჰქონდა. იმუშავა, იშრომა, პირობები შექმნა და ახლა უნდა, რომ ბავშვი დაიბრუნოს. სასამართლომ ისევ მიმღებ მშობელს დაუტოვა. სად გაგონილა, დედას შვილი არ მისცე”- განაცხადა ერთ-ერთმა ნათესავმა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოში განმარტავენ, რომ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, რის გამოც ფაქტის შესახებ, კომენტარი ვერ გაკეთდება.

” ეს პერსონალური ინფორმაციაა, ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ყველას აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება”- განაცხადეს. სააგენტოში.

კანონის თანახმად, ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემის დროს, ხელშეკრულება მიმღებ ოჯახთან, ყოველწლიურად ახლდება და სოცილაური სამსახურის დასკვნის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მოცემულ შემთხვევაშიც, ხელშეკრულება მიმღებ ოჯახთან ერთი წლით გაგრძელდა.

დედასთან, რომლის შვილიც მინდობით აღზრდაში უკვე 7 წელია იმყოფება, ფსიქოლოგი მუშაობს.
სპეციალისტები მუშაობენ მცირეწლოვანთანაც იმისათვის, რომ მან ბიოლოგიური დედის მიღება შეძლოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button