მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში მოქმედი ბუნებრივი წყლებიდან 4 სასმელად უვარგისი აღმოჩნდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩატარებული სასმელი წყლის ლაბორატიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოთხი ჭაბურღილიდან წყლის სასმელად გამოყენება, დაუშვებელია.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი, დავით ქსოვრელიშვილი ადასტურებს, რომ რამდენიმე ჭაბურღილი, მოსახლეობამ სასმელად არ უნდა გამოიყენოს.

“ახლა დავამთავრეთ კვლევა და აღმოჩნდა, რომ ოთხი ჭაბურღილი, რომლებიც დასახლებულ ადგილებში მდებარეობს, სასმელად დადასტურებულად უვარგისია და დალევა არ შეიძლება. ვთხოვთ ჩვენს თანაქალაქელებს, რომ ისარგებლონ ამ ჭაბურღილებიდან მხოლოდ, როგორც ტექნიკური წყლით ”,- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.

უკვე წლებია, თელავის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემები გაუმართავია. სარემონტოა სათაო ნაგებობები, ამორტიზებულია სასმელი წყლის შიდა ქსელები, არ არსებობს საქლორატოროები.

თელავში წყლის ხარისხის გაუმჯობესებისა და 24 საათიანი მომარაგებისათვის, სხვადასხვა წლებში, რამდენიმე მილიონი იყო გამოყოფილი.

წყლის ხარისხს თელავის მუნიციპალიტეტში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, მუნიციპლიტეტის მერია, წელიწადში ორჯერ ამოწმებს. სულ, მუნიციპალიტეტში ბუნებრივი წყლის 30 ჭაბურღილი მოქმედებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button