კულტურამნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ელისო ვირსალაძის ორგანიზებით კახეთში ლექცია – კონცერტები ჩატარდება

კლასიკური მუსიკის დაცვისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, რომელსაც ელისო ვირსალაძე ხელმძღვანელობს, კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში, მუსიკით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის, ლექცია- კონცერტები გაიმართება.

ღონისძიება პროექტის „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში
საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ ფარგლებში ჩატარდება.

მუსიკოს-შემსრულებლები, დაინტერესებულ პირებს, მუსიკაზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა და სხვადასხვა ინსტრუმენტებზე მოუყვებიან.

პროექტის მხარდამჭერი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ლექციებში მონაწილეობის მისაღებად,არასრული ან სახელფასო დაფინანსების სრულიად არმქონე მუსიკალური კოლექტივები შეირჩა. ღონისძიებაში მონაწილეობას კვარტეტი ” იბერიც” მიიღებს.

აქცია- კონცერტებს, რომლებიც საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, სიღნაღში, ლაგოდეხში და ახმეტაში ჩატარდება, ინტერაქტიული, შემეცნებით-გასართობი ფორმა ექნება.

ლექცია-კონცერტებს კახეთი 20-22 ივლისს უმასპინძლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button