მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„დაისაჯოს, მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილი“-პარლამენტთან ჟურნალისტების აქციაა

ხმაურია პარლამენტის უკანა შესასვლელთან. ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის კედლებზე სტიკერების გაკვრას ცდილობენ, რომელსაც აწერია – „დაისაჯოს, ჰომოფობი ირაკლი ღარიბაშვილი“ და ასევე, „დაისაჯოს, მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილი“.

სტიკერების გაკვრის საშუალებას მათ ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს, თუმცა აქციის
მონაწილეებმა სტიკერების ნაწილი მაინც გააკრეს.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში, 15:00 საათზე ბიუროს სხდომა დაიწყო.

შეგახსენებთ, პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მედიის წარმომადგენელთა ნაწილი მას შემდეგ ითხოვს, რაც 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს ,დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი, მათგან ერთი კი, სასტიკად ნაცემი ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button