მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. მინისტრი იქ სენაკის თეატრის გახსნას ესწრებოდა.

“დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ,-წერს ფეისბუქზე თეა წულუკიანი.

წულუკიანმა სენაკში 5 ივლისის მოვლენები შეაფასა.

“არ უნდა გადადგნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გონელაური და მთავრობა. ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ თუ რამის თავი გაქვთ. რაც შეეხება პასუხისმგებლობებს პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად.

პირველი შედეგები აჩვენებს იმას რომ სავარაუდოდ არავითარი მიზეზშედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს.ეს ვარაუდია.დაველოდოთ გამოძიებას და პასუხისმგებლობები მერე უნდა ვეძებოთ”,-აღნიშნა წულუკიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button