მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ფორმულას კახეთის ჟურნალისტს ემუქრებიან

ტელეკომპანია “ფორმულას” კახეთის ბიუროს ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151- ე მუხლით დაიწყო.

საქმე, სოციალურ ქსელში, ფორმულას ჟურნალისტის, დავით ჭაბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხება, რომელსაც ერთ-ერთი მომხმარებელი გამოეხმაურა და ჟურნალისტს დაემუქრა. ჟურნალისტმა ფეისბუქ პროფილზე სავარაუდო მოძალადის ფოტოც გამოაქვეყნა.

სოციალურ ქსელში დავდე ვიდეო, სადაც ერთ კონკრეტულ პირს მივმართავდი. გამომეხმაურა მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირებულია, როგორც დავით ქართველი და დამემუქრა, რომ ისეთ რამეს დამმართებს, 5 ივლისის მოვლენები მონაგონი იქნება. ეს პირი აშკარად არის ალტინფოს შემადგენლობის მხარდჭერი და საკუთარ გვერდზე დებს ძალადობრივ მოწოდებებსაც. ვარ ბათუმში, ამიტომ მივმართე აჭარის პოლიციას. გამომკითხეს და დაიწყეს გამოძიება”- განაცხადა ჭაბაშვილმა.

ჟურნალისტი, იმ პირის ფოტოსაც აქვეყნებს, ვინც მას ემუქრებოდა. მუქარის ფაქტი, 21 ივლისს მოხდა.

ჟურნალისტი რომელიც ამ დროისთვის შვებულებით ბათუმში იმყოფება აცხადებს, რომ გამოძიება მომხდარ ფაქტზე, აჭარის პოლიციის სამმართველომ დაიწყო, რომელსაც, ჭაბაშვილმა, რამდენიმე საათის წინ მიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button