სპორტი

ქართული გუნდები კონფეერენს ლიგაზე დამარცხდნენ

ევროპის კონფერენს ლიგაზე გუშინ 2 ქართული გუნდი იბრძოდა და ორივემ წააგო. ბათუმის „დინამომ“ და თბილისის „დინამომ“ მეტოქეები საკუთარ კედლებში მიიღეს, თუმცა ქულა ვერ მოიპოვეს.

ბათუმელებმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელორუსიის „ბატეს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით: 0:1 დამარცხდნენ. მატჩის ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე ბელორუსმა პაველ ნეხაიჩიკმა გაიტანა.

დედაქალაქელთა მოწინააღმდეგე ჰაიფას „მაკაბი“ იყო, რომელსაც თბილისელები დინამო-არენაზე დაუხვდნენ. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ანგარიში სტუმრებმა მე-8 წუთზე გახსნეს.

მეორე ტაიმში „მაკაბის“ ფეხბურთელებმა დაწინაურებაც მოახერხეს, თბილისის „დინამომ“ შეხვედრის მიწურულს, 89-ე წუთზე მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა და შინ, კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე, ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

თბილისის და ბათუმის ფეხბურთელები საპასუხო შეხვედრებს მეტოქეთა მოედნებზე 29 ივლისს გამართავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button