მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ისრაელის მოქალაქეებისთვის საქართველო წითელ ზონად გამოცხადდა

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, საქართველო ისრაელის მოქალაქეებისთვის წითელ ზონად გამოცხადდა.

30 ივლისიდან განკარგულება ძალაში შევა.

“ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის “წითელი” ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა).
აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება.”-

ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button