მნიშვნელოვანისპორტი

ქართველი სპორტსმენები ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე

საქართველოს დელეგაცია უკვე იაპონიაშია და მედლების მოპოვებას შეეცდება. საქართველოდან ოლიმპიადაზე 35 სპორტსმენი წარსდგება, რომლებიც 11 სახეობაში სცდიან ბედს.

ძიოუდოში ქართველებს ყველაზე დიდი წარმომადგენლობა გვყავს. ტოკიოში 9 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს: ესენია: ლუხუმ ჩხვიმიანი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, ვაჟა მარგველაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი.
ტყვიის სროლას ტრადიციულად ნინო სალუქვაძე წარადგენს.

ძალოსანთა გამოსვლას ყველაზე მეტად ელოდება ქართველი გულშემატკივარი. ლაშა ტალახაძის გარდა ამ კატეგორიაში იასპარეზებენ შითა მიშველაძე, გოგა ჩხეიძე და ანტონ პლესნოი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ტალახაძე ტურნირზე პირველად 4 აგვისტოს გამოვა.

ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე დაიცავს საქართველოს ნაკრების ღირსებას.

ჩოგბურთშიც ერთი სპორტსმენი იასპარეზებს. ნიკოლოზ ბასილაშვილის გამოსვლა 24-25 ივლისს დაიგეგმა.

მხატვრულ ტანვარჯიშს საერთაშორისო ტურნირზე სალომე ფაჟავა წარადგენს.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ტატამი აგვისტოს პირველ რიცხვებში იაკობ ქაჯაიას, გიორგი მელიას, რამაზ ზოიძეს და ლაშა გობაძეს დაეთმობა.

თავისუფალ ჭიდაობაში 3 ქართველი ძალოსანი გამოვა: ავთანდილ კენჭაძე, გენო პეტრიაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე.

კრივში ესკერხან მადიევი, ახილ ალახვერდიევი და გორგი ხარაბაძე იასპარეზებენ.

მძლეოსნობა 5 სპორსმენითაა წარმოდგენილი და ესენი არიან: სოფიკო შათირიშვილი, ბაჩანა ხორავა, გიორგი მუჯარიძე, ბენიკ აბრამიანინ და ლაშა ღელელაური.

ცურვაში, თავისუფალი სტილის სახეობაში ირაკლი რევიშვილი და მარიამ იმნაძე შეეცდებიან საპრიზო ადგილების დაკავებას.

კარატეში კი გოგიტა არქანია გამოვა.

წარმატებას ვუსურვებთ ქართველ სპორტსმენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button